საქმიანობა
ანგარიშები
შინაგანაწესი - 2021
ბავშვებისა და აღმზრდელების ფსიქოსოციალური მხარდაჭერა (ინგლისურ ენაზე) - 2020
დადგენილება ტრეფიკინგის, სექსუალური ექსპლოატაციისა და ძალადობისაგან დაცვის ღონისძიებების შესახებ - 2019
ბავშვთა ადრეული განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში - 2016
ბავშვთა ადრეული განვითარებისა და განათლების საჭიროებების კვლევა ბოშათა ეთნიკურ ჯგუფებში - 2015
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მინდობითი აღზრდის მომსახურების კვლევა -2011
თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ბავშვების ჩარიცხვისა და გადინების შესახებ - 2010
შესრულებული პროექტები
2005-2014 ბავშვთა კეთილდღეობის საკითხების ადვოკატირება
2012-2013 ოჯახის მხარდამჭერი სერვისები
2010-2013 ბავშვზე ზრუნვის სისტემისა და მომსახურების გაძლიერება
2011-2013 ფსიქოლოგიური მხარდაჭერა დეინსტიტუციონალიზაციისა და ბავშვის კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში
2012-2013 აზერბაიჯანის რეგიონალური პროექტი
2011-2012 დღის ცენტრების თანამშრომლების პროფესიული განვითარება
2011 - დღემდე, მოხალისეთა სერვისი - EVS
2011 ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიულ მომსახურებათა კვლევა
2010-2011 უკეთესი ცხოვრებისათვის
2010 დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის
2008- 2009 ფსიქოლოგიური დახმარება შიდა ქართლის მოსახლეობისთვის
ხედვა, მიზნები და როლი
ჩვენი ხედვა
ოჯახი, საზოგადოება და სახელმწიფო შეთანხმებულად მოქმედებს და ორიენტირებულია ბავშვებისა და მოზარდების ინდივიდუალურ საჭიროებათა დაკმაყოფილებაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა და პიროვნული განვითარება.
„საქართველოს ბავშვები" არის პროფესიონალ ფსიქოლოგთა ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნას, მათ სოციალურ ადაპტაციასა და განვითარებას, უზრუნველყოფს რა შეფასებას და კონსულტირებას, ანვითარებს უნარებსა და წვრთნის მათ, მათ მშობლებსა და პროფესიონალებს, აწარმოებს ექსპერტულ საქმიანობას და იღწვის სისტემური ცვლილებებისთვის.
სტრატეგიული მიმართულებები და მიზნები
კლინიკური ფსიქოლოგია - ბავშვები არიან ადაპტირებულნი - ეგუებიან გარემოს, აღწევენ პიროვნულ განვითარებას, რადგან მათი ინტელექტუალური, ემოციური, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ქცევითი საჭიროებები გაგებული და დაკმაყოფილებულია;
განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგია - ბაღში და სკოლაში ბავშვები ადაპტირებული, ლაღები და კრეატიულები არიან, უმკლავდებიან ცვალებად გარემოს, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამები პასუხობს მათ ასაკსა და უნარებს, ითვალისწინებს ინდივიდუალურ საჭიროებებს;
ბავშვთა კეთილდღეობა - სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე ბავშვები ოჯახთან მიახლოებულ ხარისხიან გარემოში იმყოფებიან და მათთვის არსებობს მომსახურებათა მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა.
სასამართლო ფსიქოლოგია - სასამართლო პროცესებში მონაწილე/ჩართულ ბავშვებს ხელი მიუწვდებათ მაღალი ხარისხის პფიქოლოგიურ მომსახურებაზე. მონაწილე სპეციალისტების ფროფესიული სპეციალიზაცია მხარდაჭერილია.
4 როლი, რომელშიც „საქართველოს ბავშვები" მოგვევლინება საკუთარი მიზნების მისაღწევად:
1. ცვლილებების მომტანი საზოგადოებისთვის - ღირებულებათა და კულტურის დამამკვიდრებელი, საუკეთესო პრაქტიკის დემონსტრაციის გზით.
2. განმანათლებელი - მომხმარებელთა და ფართო საზოგადოების განმანათლებელი, კეთილდღეობის და დაცულობის ხარისხის ზრდისთვის.
3. ადვოკატი - უფლებადამცველი და მოწყვლადი ჯგუფების ინტერესთა გამტარებელი.
4. კონსულტანტი - მრჩეველი სახელმწიფო სტრუქტურებისა და კოლეგა ორგანიზაციებისათვის.
ორგანიზაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრები
გამგეობის წევრები:
თამარ ჩიხლაძე, იურისტი, მოსამართლე
ნანი ყავლაშვილი, პედიატრი, მედიცინის დოქტორი
ალექსანდრე თორია, იურისტი
ლილი ხეჩუაშვილი, ფსიქოლოგი
ნათია სვანიძე, თერაპევტი, მედიცინის დოქტორი
ბიძინა ხარაზიშვილი, იურისტი, თავმჯდომარე
ირაკლი კუტალია, დერმატოლოგი, მედიცინის დოქტორი
კახაბერ სულაქველიძე, კარდიოქირურგი
აკაკი არჩვაძე, კარდიოლოგი
დამფუძნებლები და საპატიო წევრები:
ბარი სინკლერ პარსონსონი, ფსიქოლოგი, თანადამფუძნებელი და საპატიო წევრი
ჯეინ მერი კასტელფრანკ-ალენი, ფსიქოლოგი, თანადამფუძნებელი და საპატიო წევრი
მარინე ჩიტაშვილი, ფსიქოლოგი, თანადამფუძნებელი და საპატიო წევრი
ტრევორ სტოუქსი, ფსიქოლოგი და საპატიო წევრი
პაატა რატიანი, ექიმი, თანადამფუძნებელი და საპატიო წევრი
მარიამ მირიანაშვილი, ფსიქოლოგი, თანადამფუძნებელი და საპატიო წევრი
ნინო კუპატაძე, მართვის სპეციალისტი, ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის მონაწილე და საპატიო წევრი
ქათი მაკლეინი, ფსიქოლოგი, თანადამფუძნებელი და საპატიო წევრი