ტრენინგები

პოზიტიური და ეფექტური მშობლობა

კურსის მიზანი: აღნიშნული კურსი ემსახურება პოზიტიური და ეფექტური მშობლობის უნარების განვითარებას ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივ თავისებურებებისა და განვითარებაზე ზემოქმედი ფაქტორების გათვალისწინებით

სამიზნე ჯგუფი: ბიოლოგიური მშობლები; მიმღები მშობლები; შვილად აყვანის მსურველი პირები


სოციალურ- ემოციური სფეროს განვითარების კურსი ბავშვებისათვის

კურსის მიზანი: ბავშვების სოციალური უნარ-ჩვევების შემუშავება და ემოციური სფეროს განვითარება, რაც გულისხმობს:

  • მათ მიერ სოციალურ გარემოში უკეთ ადაპტირებას, თანატოლებთან და მოზრდილებთან ეფექტური კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას;

  • ემოციების მართვის უნარის შემუშავებას - განცდილი გრძნობების, მათ გამომწვევ კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციებსა და ამ სიტუაციებში არსებულ ფიქრებს/აზრებს შორის კავშირის დადგენას;

  • სხვა ადამიანის პატივისცემას, თანაგანცდასა და ურთიერთგაგებას.

კურსი ხორციელდება ჯგუფური ფსიქოლოგიური სესიების ფორმატით და განკუთვნილია 6 – 12 წლის ბავშვებისათვის.


კურსი განსაკუთრებით დაეხმარება იმ ბავშვებს,რომლებსაც აქვთ შემდეგი სახის სირთულეები:

  • უჭირთ საკუთარი პიროვნების გამოხატვა;

  • აქვთ თანატოლებთან და მოზრდილებთან ურთიერთობის სირთულე, ადვილად ვერ იძენენ მეგობრებს, თავს მარტოდ გრძნობენ, ან ყველას მეგობარს უწოდებენ;

  • არიან მორცხვები, „ბუტიები“, ვერ ახდენენ ჯგუფში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და ინტერესების დაცვას ;

  • დაჩაგრულად გრძნობენ თავს;

  • ზედმეტად ფიცხები არიან , ან უჭირთ სხვისგან მომდინარე ბრაზთან გამკლავება.

პიროვნული უნარების განვითარების ტრენინგი

შანსი - გამოიყენო შენი რესურსი მაქსიმალურად!


ტრენინგი საშუალებას მოგცემთ, მშვიდ და მეგობრულ გარემოში, პროფესიონალი ტრენერების მხარდაჭერითა და თქვენივე აქტიური ჩართულობით, მოახდინოთ საკუთარი პიროვნული უნარების აქტივაცია და მათი შემდგომი განვითარება.


სატრენინგო კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

- გამოიყენოთ კომუნიკაციის ეფექტური გზები

- შეაფასოთ საკუთარი უნარები, შესაძლებლობები და ინტერესები

- დაისახოთ შესაბამისი მიზნები

- გარდაქმნათ თქვენი მიზნები გონივრულ გადაწყვეტილებებად

- თანმიმდევრულად განახორციელოთ მიღებული გადაწყვეტილებები

- მოახდინოთ ეფექტური თვითგამოვლენა


ფორმატი: თეორიული მასალის გაცნობა; ჯგუფური და ინდივიდუალური სავარჯიშოები; როლური გათამაშებები; უკუკავშირი; დისკუსიები;

საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის სპეციფიკა სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან

კურსის მიზანი: იმ ასაკობრივი თავისებურებებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გაცნობა, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დაწესებულებებში საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის ეფექტურად დაგეგმვისა და წარმართვისათვის.


სამიზნე ჯგუფი:

  • სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტები (ფსიქოლოგი, მასწავლებელი, აღმზრდელი, ძიძა და ა.შ.);

  • პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები.

პირველი დახმარება

კურსის მიზანი: პირველი დახმარების გაწევისათვის აუცილებელი თეორიული მასალის გაცნობა და შესაბამისი პრაქტიკული უნარების გამომუშავება.

ტრენინგი მოიცავს:

  • პირველი დახმარების ძირითადი ასპექტები;

  • პირველი დახმარების საჭიროების განსაზღვრა;

  • ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი;

  • პირველი დახმარების გაწევა მოწამვლისა და ინტოქსიკაციისას;

  • პირველი დახმარების გაწევა გულისწასვლისა და გულყრებისას;

  • პირველი დახმარების გაწევა სისხლდენის შემთხვევაში;

  • პირველი დახმარების გაწევა ტრავმების შემთხვევაში;

  • პირველი დახმარების გაწევა ნაკბენების შემთხვევაში;

  • პირველი დახმარების გაწევა დამწვრობის შემთხვევაში;

  • პირველი დახმარების ყუთი.

რთული ქცევის მართვა

კურსის მიზანი: რთული ქცევის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან ინდივიდუალური მუშაობის წარმართვის თავისებურებების გაცნობა, ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით.

სამიზნე ჯგუფი:

  • ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტები (ფსიქოლოგი, მასწავლებელი, აღმზრდელი და ა.შ.);

  • ფსიქოლოგიისა და პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტები.

სექსუალური განათლება

კურსის მიზანი: მონაწილეთათვის სექსუალური განათლების ძირითადი საკითხების გაცნობა, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია ბავშვების/მოზარდების განვითარებისა და აღზრდის პროცესში.

სამიზნე ჯგუფი:

  • ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტები (ფსიქოლოგი, მასწავლებელი, აღმზრდელი, სოციალური მუშაკი და ა.შ.);

  • მშობლები;

  • სხვა დაინტერესებული პირები.

ინდივიდუალური მუშაობა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთან

კურსის მიზანი: სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების შეფასების, შესაბამისი მუშაობის დაგეგმვისა და მუშაობის წარმართვის სპეციფიკის გაცნობა.


სამიზნე ჯგუფი:

• სპეციალური საჭიროების ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტები (ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, მასწავლებელი, აღმზრდელი და ა.შ.);

• ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ფაკულტეტის სტუდენტები.

შესაძლებელია სატრენინგო კურსების (ხანგრძლივობისა და შინაარსის) მოდიფიცირება მსმენელთა საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგების მიზნით.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.