თამაში ,,ფლორთაიმ’’ თეორიის მიხედვით
თამაში ,,ფლორთაიმ’’ თეორიის მიხედვით
თამაში ,,ფლორთაიმ’’ თეორიის მიხედვით
რა არის ,,ფლორთაიმი’’?
Floortime (ასევე ცნობილი როგორც DIR Floortime) არის მიდგომა, რომელიც გამოიყენება ინდივიდუალური განვითარების ხელშესაწყობად, პატივისცემის, მხიარული, და საინტერესო პროცესის მეშვეობით. ის იყენებს ურთიერთობების ძალას და ადამიანურ კავშირს, რათა ხელი შეუწყოს თვითრეგულირების, ჩართულობის, კომუნიკაციის, საერთო სოციალური პრობლემების გადაჭრის და შემოქმედებითი, ორგანიზებული და რეფლექსიური აზროვნებისა და მსჯელობის შესაძლებლობების განვითარებას. იგი ეფუძნება DIR მოდელს ადამიანის განვითარებისთვის. მას მთელ მსოფლიოში იყენებენ მასწავლებლები, ოკუპაციური თერაპევტები, მეტყველების თერაპევტები, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალები, მშობლები და მრავალი სხვა, რომლებიც ზრუნავენ განვითარების გამოწვევების ან სხვა დაკავშირებული საჭიროებების მქონე პირებზე.
რატომ არის ეფექტური ,,ფლორთაიმი’’?
როგორც ვიცით თამაში სწავლისა და განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. სწორედ თამაშის დახმარებით სწავლობენ ბავშვები გარე სამყაროს. ავითარებენ პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებს, წარმოსახვას, კრეატიულობასა და სხვა უნარებს, რომელიც მომავალი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია. თამაშში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კომუნიკაციას, ენისა და მეტყველების თვალსაზრისით. თამაშში მნიშვნელოვანია მშობლისა და ბავშვის თანაბარი ჩართულობა “პარტნიორობა”, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. თამაშის საშუალებით წარმოქმნილი ურთიერთქმედება ბავშვებს აგრძნობინებს, რომ მშობლები სრულად აქცევენ მას ყურადღებას და ეხმარებიან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებაში. ბავშვებს, რომლებიც არ მეტყველებენ, შეუძლიათ თამაშის საშუალებით გამოხატონ თავიანთი შეხედულებები, გამოცდილება და იმედგაცრუებაც კი, რაც მშობლებს საშუალებას აძლევთ, უკეთ გაუგონ შვილს.
როგორ ხორციელდება ფლორთაიმი?
მშობელი და ბავშვი მოკალათდებიან ერთმანეთის პირისპირ იატაკზე, მშვიდ გარემოში. იწყებენ თამაშს რომელიც ბავშვმა აირჩია. თამაში გრძელდება დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
თამაშის 5 საფეხური ,,ფლორთაიმ’’ თეორიის მიხედვით
1. დაკვირვება
2. კომუნიკაციის წრის გახსნა
3. ბავშვზე მიყოლა
4. გაფართოება
5. კომუნიკაციის წრის დახურვა
1.დაკვირვება- ბავშვის მოსმენა და ყურება, სახის გამომეტყველება, ხმის ტონი, ჟესტები, სხეულის პოზა, მოძრაობა, ყველაფერი არის მანიშნებელი, რაც გვეხმარება განვსაზღვროთ, როგორ მივუდგეთ ბავშვს.
2.კომუნიკაციის წრის გახსნა-მას შემდეგ რაც გავაანალიზეთ ბავშვის განწყობა და ტემპი, შეგვიძლია მივუდგეთ შესაბამისი, სიტყვების, ჟესტების გამოყენებით.
3.ბავშვზე მიყოლა-მშობელი უნდა იყოს თამაშის მხარდამჭერი, პარტნიორი, ბავშვის ასისტენტი. მშობელი საშუალებას აძლევს შექმნას ფონი. მისცეს მიმართულება, გააკეთოს პროცესის სახელდება. ეს ზრდის ბავშვის თვითშეფასებას და უნარს რომ იყოს ასერტული. ბავშვს აძლევს განცდას - “მე შემიძლია!”
4.თამაშის გაფართოება და განვითარება-გამამხნევებელი კომენტარების გაკეთება თავის მობეზრების გარეშე, რაც ეხმარება ბავშვს გამოხატოს საკუთარი იდეა. მოახდინოს ემოციური ამბის გათამაშება.
მნიშვნელოვანია ისეთი კითხვების დასმა რაც ბიძგს აძლევს:
• კრეატიულ აზროვნებას
• შესაძლებელს ხდის თამაში ჩართულობის შენარჩუნებას.
• დრამატულობის გაგრძელებას
• ეხმარება ბავშვს განსაზღვროს ემოციები
5.ხურავს კომუნიკაციის წრეს-ბავშვი ხურავს მას მაშინ, როდესაც თქვენს კომენტარებსა და ჟესტებზე აგებს საკუთარ კომენტარებსა და ჟესტებს. კომუნიკაციის წრე იხურება,
მიზანი მიღწეულია - მოიპოვე ბავშვის ინტერაქცია, ჩართულობა და ორმხრივი თამაშის სურვილი
კითხვები რომელიც უნდა დაუსვას მშობელმა საკუთარ თავს ,,ფლორთაიმის’’ დროს.
• მშვიდ ხმას ვიყენებ?
• ყურადღებიანი მზერით ვუყურებ?
• ჩემი სხეულის პოზა დამხმარეა?
• ვიყენებ გამამხნევებელ ჟესტებს?
• ვიცი თუ არა ბავშვის რიტმი და ჟესტები?
• შემიძლია თუ არა დავეხმარო ბავშვს თამაშის თემების ამოცნობაში?
• ვაკვირდები თუ არა ბავშვის ქცევას, ენას და ჟესტებს?
• მივუახლოვდი თუ არა ბავშვს ნელა, პატივისცემით და დაფიქრებით?
• რამდენად ხშირად ვაძლევ უფლებას ბავშვს, გამოავლინოს თამაშის პროცესში ლიდერობა?
პ.ს. ,,ბავშვებს თამაშისთვის თავისუფლება და დრო სჭირდებათ. თამაში არ არის ფუფუნება. ამაში აუცილებლობაა’’. ქეი რედფილდ ჯემისონი
ავტორი: თეკლე აბულაძე
ადრეული განვითარებისა და აკადემიური უნარების სპეციალისტი
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია