რატომ აწყობს ბავშვი ტანტრუმს?
რატომ აწყობს ბავშვი ტანტრუმს?
რატომ აწყობს ბავშვი ტანტრუმს? როგორ მოვიქცეთ ამ დროს ან როგორ ავირიდოთ ბავშვის არასასურველი ქცევა? ამ კითხვებს ხშირად მოისმენთ, აღნიშნულ სტატიაში გაეცნობით პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ ვმართოთ სიტუაცია, როცა ბავშვი ტანტრუმს აწყობს.
ტანტრუმი ხშირია 1-3 წლის ბავშვებში. მცირეწლოვანი ბავშვები ჯერ კიდევ სოციალური, ემოციური და ენობრივი განვითარების ადრეულ ეტაპზე არიან. მათ ყოველთვის არ შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნილებების, სურვილებისა და გრძნობების გადმოცემა, ამიტომ შესაძლოა იმედგაცრუებულნი იყვნენ. ტანტრუმი არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც პატარა ბავშვები გამოხატავენ და მართავენ გრძნობებს და ცდილობენ გაიგონ ან შეცვალონ რა ხდება მათ გარშემო.
რა არის ტანტრუმი?
აბათ ყველას გინახავთ ბავშვის ყვირილი, კიდურების დაჭიმვა, ფეხების ქნევა, დაცემა, ან გაქცევა. ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვები იკავებენ სუნთქვას, ღებინებას, ამტვრევენ ნივთებს, ტკივილს აყენებენ საკუთარ თავს ან სხვა ადამიანებს
მოზრდილ ბავშვებსაც შეიძლება ჰქონდეთ ტანტრუმი. ეს შეიძლება იყოს იმის გამო, რომ მათ არ აქვთ გრძნობების გამოხატვის ან მართვის უსაფრთხო გზები.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში ტანტრუმი?
❖ ტემპერამენტი - ეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და ძლიერად რეაგირებენ ბავშვები გარემოს ცვლილებებზე.
❖ სტრესი,
❖ შიმშილი,
❖ დაღლილობა
❖ ზედმეტი სტიმულირება
❖ სიტუაციები, რომლებსაც ბავშვები უბრალოდ ვერ უმკლავდებიან - მაგალითად, პატარას შეიძლება გაუჭირდეს პრობლემის დაძლევა, თუ უფროს ბავშვი წაართმევს სათამაშოს.
❖ ძლიერი ემოციები - შფოთვა, შიში, სირცხვილი და რისხვა შეიძლება იყოს გადაჭარბებული ბავშვებისთვის.
როგორ ავირიდოთ ტანტრუმი ?
❖ დაარქვით ემოციებს სახელი-ასწავლეთ თქვენს შვილს საკუთარი კარგი და ცუდი განცდების სიტყვით გამოხატვა. მოიყვანეთ მაგალითები. მაგალითად: ,, მე ვხედავ როგორი ბედნიერი ხარ ,როცა შენ და შენი და ერთად თამაშობთ’’ ან ,,ძალიან გაბრაზებული ჩანდი როდესაც მანქანა წაგართვა ბავშვმა’’
❖ ასწავლეთ დამშვიდების მისაღები გზები-მაგალითად ღრმა სუნთქვა თვითდამშვიდებისთვის.
❖ შეაქეთ როცა კარგად იქცევა -შეაქეთ როდესაც რთულ სიტუაციას გაუმკლავდება. მაგალითად ,,შევამჩნიე როგორ შეინარჩუნე სიმშვიდე როდესაც მეგობარმა სათამაშო წაგართვა.
❖ უზრუნველყავით დამამშვიდებელი სივრცით-ნუ გამოკეტავთ ბავშვს თავის ოთახში დასჯის მიზნით. ამის ნაცვლად უთხარით, რომ შეუძლია დაუბრუნდეს(თამაშს ,ჭამას ან რასთან დაბრუნებაც სურს)მას შემდეგ, რაც დამშვიდდება. მოუწყვეთ დამამშვიდებელი სივრცე-მაგალითად მოხერხებული სავარძელი, ან საბნებითა და საყვარელი წიგნებით სავსე კუთხე. იყავით მის სიახლოვეს მხარდაჭერის მიზნით, როდესაც ცდილობს თვითდამშვიდებას.
❖ მიეცით საშუალება, გამოსცადოს იმედგაცრუება. მცირე იმედგაცრუებებთან გამკლავება და პატარა პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა, შეამზადებს ბავშვს უფრო დიდი გამოწვევებისთვის.
❖ აჩვენეთ გამკლავების გზების კარგი მაგალითი-რას აკეთებთ თქვენ როცა ბრაზობთ ან იმედგაცრუებული ხართ? ყვირით თუ მშვიდად საუბრობთ სიტუაციის შესახებ? თუ თქვენ კარგავთ მოთმინებას, აღიარეთ ეს და ბოდიში მოუხადეთ ბავშვს.
❖ დარწმუნდით რომ საკმარის დასვენებას და საკვებს იღებს- ტანტრუმი უფრო ხშირია, როცა ბავშვი დაღლილი ან მშიერია.
❖ წინასწარ შეამზადეთ ახალ აქტივობაზე გადასვლა-მაგალითად იმის ცოდნა, როდის უნდა დატოვოთ სათამაშო მოედანი, აძლევს შანს შეეგუოს პროტესტის ნაცვლად. შეგიძლიათ უთხრათ კიდევ 3 ჯერ ჩამოსრიალდები სასრიალოზე და შემდეგ წავალთ სახლში.
❖ იქონეთ გეგმა და დასახეთ მოლოდინები- მაგალითად: მაღაზიაში წასვლამდე
❖ უთხარით ბავშვს ,,ჩვენ მაღაზიაში ვიყიდით მხოლოდ იმ პროდუქტებს რომლებიც სიაშია. შენ შეგიძლია მომაძებნინო ყველაფერი რაც წითელია-პომიდორი, ვაშლი..
❖ შესთავაზეთ შეზღუდული არჩევანი-არავის მოსწონს, როდესაც ყოველთვის ეუბნებიან, რა უნდა გააკეთოს. ნაცვლად იმისა რომ უთხრათ ,,ჭამე ვაშლი’’ სჯობს უთხრათ ,,ვაშლი გირჩევნია თუ ბანანი?’’ რაც მას კონტროლის გრძნობას ანიჭებს.
❖ ყურადღება მიაქციეთ გადატვირთვის, გადაღლის ნიშნებს: დიდი პრობლემები როგორიცაა დაპირისპირება ოჯახში, გადატვირთული დღის წესრიგი, შეიძლება იწვევდეს ტანტრუმს.
❖ ჩამოაყალიბეთ რუტინა-ბავშვი უფრო დაცულად გრძნობს თავს, როდესაც იცის, რას უნდა ელოდოს. დროის დაწესება კითხვისთვის, კვებისთვის, ძილის წინ რიტუალებისთვის დაეხმარება მას იგრძნოს, რომ აკონტროლებს თავის ცხოვრებას.
როგორ უნდა მოვიქცეთ ბავშვის ტანტრუმის დროს?
❖ შეინარჩუნეთ სიმშვიდე (გარეგნულად მაინც). თუ თქვენ გაბრაზდებით, ეს სიტუაციას უფრო გაართულებს თქვენთვისაც და თქვენი შვილისთვისაც. საუბრისას შეინარჩუნეთ ხმის დაბალი, მშვიდი ტონი, იმოქმედეთ ნელა და წინასწარგანზრახულად.
❖ აღიარეთ თქვენი შვილის ემოციები, მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ მას უთხრათ, „ძალიან საწყენია, როცა ნაყინი ძირს გივარდება, არა?“ ამის შემდეგ შეიძლება მისი ქცევა მოწესრიგდეს და ემოციები შეიცვალოს.
❖ დაელოდეთ ტანტრუმის დასრულებას. დარჩით ბავშვთან ახლოს, მაგრამ არ ეცადოთ მის გადარწმუნებას ან ყურადღების სხვა რამეზე გადატანას. ამისთვის უკვე ძალიან გვიანია.
❖ თქვენი მიდგომა უნდა იყოს თანმიმდევრული და მშვიდი. თუ ისტერიკის დროს ბავშვს ხანგამოშვებით უკმაყოფილებთ მოთხოვნას, ამით პრობლემა შეიძლება გაღრმავდეს.
❖ თუ ტანტრუმი ხდება მას შემდეგ, რაც ბავშვს უთხარით გააკეთოს ის, რაც არ სურს, უმჯობესია, არასასურველი გზით არ აარიდებინოთ აქტივობა, გააგრძელებინეთ დავალების შესრულება მას შემდეგ, რაც ის დამშვიდდება.
ავტორი: თეკლე აბულაძე
ადრეული განვითარებისა და აკადემიური უნარების სპეციალისტი
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია