რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის ჩართვა რუტინაში?
რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის ჩართვა რუტინაში?
რუტინა ხელს უწყობს ჯანსაღ სოციალურ-ემოციურ განვითარებას ადრეულ ბავშვობაში. კერძოდ, სახლში რეგულარული რუტინის მქონე ბავშვებს აქვთ თვითრეგულირების უნარები, რაც კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობის საწინდარია. ბავშვები, რომლებიც მცირე ასაკიდან სწავლობენ გრძნობებისა და ქცევების რეგულირებას, უკეთ ადაპტირდებიან ყოველდღიურ გამოწვევებთან, სტრესებთან და ახალ მოლოდინებთან.
რა არის რუტინა?
რუტინა არის აქტივობები რომელსაც ყოველდღე ვაკეთებთ. რუტინის მახასიათებლები:
❖ განმეორებადი(არ არის აუცილებელი, რომ აქტივობა ყოველდღე განმეორდეს, შესაძლოა იყოს რაღაც დროის განმავლობაში რეგულარული, მაგ: ყოველ შაბათ- კვირას პარკში გასეირნება)
❖ კომპლექსური
❖ თანმიმდევრული(აქვს წინასწარ განსაზღვრული დრო, დასაწყისი და დასასრული)
❖ ბავშვის ჩართულობა(მოითხოვს აქტიურ ქმედებას)
ბავშვებისთვის რუტინები მოიცავს:
დილის რუტინები- სადაც ისინი იღვიძებენ გარკვეულ დროს, იცვამენ, იხეხავენ კბილებს და საუზმობენ.
ძილის წინ რუტინები-სადაც ბანაობენ, იცვამენ პიჟამოს, იხეხავენ კბილებს და კითხულობენ. ყოველდღიური რუტინა- სადაც ისინი მიირთმევენ საჭმელს და აკეთებენ სხვა დანიშნულ აქტივობებს გარკვეულ დროს.
რა უპირატესობა აქვს რუტინის ჩამოყალიბებას ბავშვისთვის?
• ასწავლის ბავშვს დროის კონტროლს და ეხმარება მას გრაფიკის დაცვაში.
• მატებს თავდაჯერებულობას და დამოუკიდებლობას.
• ხელს უწყობს სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებას.
• საგრძნობლად აუმჯობესებს ძილის ხანგრძლივობას .
• ამცირებს სტრესს და გაღიზიანებას.
ყოველდღიური რუტინა, როგორც წესი, მოიცავს რამდენიმე ძირითად კომპონენტს ბავშვის განვითარების მხარდასაჭერად:
❖ თანმიმდევრული გაღვიძება და ძილის დრო: ძილის რეგულარული განრიგი ეხმარება ბავშვებს დაამყარონ უსაფრთხოების გრძნობა და უზრუნველყონ დასვენება, რაც მათ განვითარებისთვის სჭირდებათ.
❖ დაბალანსებული კვება და საჭმლის მიღება: რეგულარული კვება და საჭმლის დრო ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ კეთილდღეობას და უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ შესვენებებს მთელი დღის განმავლობაში.
❖ სტრუქტურირებული სწავლა და თამაში: როგორც საგანმანათლებლო აქტივობების, ასევე სათამაშო დროის ჩართვა ხელს უწყობს სწავლის დაბალანსებას შემოქმედებითობას და კვლევას. ❖ წყნარი დრო ან დასვენების პერიოდები: დასვენების ან ძილისთვის დროის ჩათვლით საშუალებას აძლევს ბავშვებს დატენონ და მართონ ენერგიის დონე.
❖ ოჯახური ურთიერთქმედება და სოციალიზაცია: ოჯახურ აქტივობებში და სოციალურ ურთიერთობებში ჩართვა ხელს უწყობს ძლიერი ურთიერთობების დამყარებას და სოციალურ განვითარებას.
დახმარების სახეები რუტინის დროს:
როდესაც ვცდილობთ ბავშვს ვასწავლოთ რუტინული აქტივობა მნიშვნელოვანია მისი დახმარება, რადგან ბავშვმა მარტივად და კომფორტულად შეძლოს რუტინის სწავლა და შესრულება.
• ვებალური ინსტრუქცია ( სიტყვიერად მიეცით მინიშნება ბავშვს თუ როგორ უნდა დაიწყოს რუტინული აქტივობა, სიტყვები უნდა იყოს მარტივი და გასაგები ასაკის შესაბამისად.)
• მინიშნება(თვალით/სხეულით/ჟესტით) ანიშნეთ ბავშვს თანმიმდევრობა , მიეცით ბიძგი როგორ უნდა დაიწყოს რუტინული აქტივობა.
• მოდელირება( თავად აჩვენეთ ბავშვს, როგორ უნდა დაიწყოს აქტივობა)
• ფიზიკური დახმარება( ხელი ხელზე დადების ტექნიკით დაეხმარეთ დაიწყოს აქტივობა)
რა შევცვალოთ იმისთვის, რომ გავზარდოთ ბავშვის ჩართულობა რუტინაში?
აღწერეთ აქტივობის პროცესი- აუღწერეთ ბავშვს რის გაკეთებას აპირებთ, მარტივი სიტყვებით, ბავშვისთვის რომ აღქმადი იყოს
რესურსები და მასალა-ხშირად ბავშვებს ეხმარება დამხმარე ვიზუალური რესურსები, როგორიცაა ბარათები, სადაც ნახატებით ან ფოტოებით აღწერილია რუტინული აქტივობები თანმიმდევრობით. შეგიძლიათ გააკრათ სახლში სადაც ბავშვი ხშირად შეძლებს ნახვას.
იყავით მომთმენი-რუტინული აქტივობის სწავლება ხშირად დროს მოითხოვს, ამიტომ სწავლის დროს ეცადეთ ბავშვს გავუმარტივოთ პროცესი, ამისთვის კი თქვენი თბილი და სწორი დამოკიდებულება ყველაზე მნიშვნელოვანია.
თქვენი იდეალური ოჯახური რუტინის შედგენისას, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ შექმნათ ისინი გართობის ან ერთად დროის გასატარებლად, როგორიცაა ძილის წინ ისტორიების კითხვა, პარკში ერთად სეირნობა, თამაში…ეს მომენტები გახდება თქვენთვის და თქვენი შვილისთვის ემოციების გაზიარების განსაკუთრებული დრო…როდესაც ის გაიზრდება საკუთარ ტრადიციებს შექმნის…
ავტორი: თეკლე აბულაძე
აკადემიური უნარებისა და ადრეული განვითარების სპეციალისტი
აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია