პირველი დახმარება

პირველი დახმარება არის გადაუდებელი ღონისძიება, რომელიც უტარდება დაშვებულს ან ავადმყოფს პროფესიულ სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე. პირველი დახმარების დროული და სწორი აღმოჩენით შესაძლოა თვიდან ავიცილოთ მძიმე გართულებები და სიკვდილისგანაც კი ვიხსნათ ადამიანი.

პირველ დახმარებას, როგორც წესი, ატარებს მომზადებული პირი, მინიმალური და იმ დროისათვის ხელთ არსებული აღჭურვილობით.

პირველი დახმარება არ გამორიცხავს სამედიცინო დახმარების საჭიროებას.


რა უნდა იცოდეთ პირველი დახმარების აღმოჩენისათვის:

პირველი დახმარება საკმაოდ ბევრ თემას მოიცავს, თუმცა მოსამზადებელი კურსების უმეტესობა ფარავს მხოლოდ ძირითად ტექნიკებს, რომლებიც გამოიყენება დახმარებისათვის.

ძირითადი თემების ჩამონათვალი:

  • დაზარალებულის საწყის შეფასებას

  • მდგომარეობის შეფასებას

  • საკუთარი თავის დაცვას ზიანისა და ინფექციებისგან

  • ჭრილობიდან გარეგანი სისხლდენის გაჩერებას

  • ძვლების მოტეხილობისას დახმარებას

  • თვისა და კისრის დაზიანებისას დახმარებას

  • სუნთქვისა და გულის ცემის გაჩერებისას დახმარებას

  • დამწვრობისა და გადაცივებისას დახმარებას

  • მოწამვლებისას დახმარებას

  • გულის წასვლისა და გულყრებისას დახმარებას

  • პირველი დახმარების ნაკრები და მისი გამოყენების წესები


ვინ უნდა იცოდეს პირველი დახმარება:

პირველი დახმარების უნარების ცოდნა შესაძლოა გამოადგეს ნებისმიერ ადამიანს.

თუმცა მათთვის ვისაც ბავშვებთან აქვთ პროფესიული შეხება აუცილებელია პირველი დახმარების ცოდნა. ეს მოიცავს მიმღებ მშობლებს, აღმზრდელებს, მასწავლებლებსა და ძიძებს.

ასევე პერსონალი რომელიც რეგულარულად არის დაზიანების რისკის ქვეშ უნდა ფლობდეს დახმარების უნარებს.

ვისაც უწევს ხშირი მოგზაურობა ბუნებაში და ატარებს დიდ დროს გარეთ, ასევე უნდა იცოდეს პირველი დახმარება ტრავმული დაზინების, ნაკბენებისა ა.შ. გაზრდილი რისკის გამო.

აგრეთვე პოლიციის, სახანძროს, შეიარაღებული ძალებისა და სხვა გადაუდებელი დახმარებისა თუ ძალოვანი უწყების პერსონალი მიზანშეწონილია ფლობდეს პირველი დახმარების უნარებს.


დაინტერესებულ პირებს "საქართველოს ბავშვები" სთავაზობს პირველი დახმარების მოსამზადებლ კურსს.


ავტორი

ჯაბა ნაჭყებია

აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია