ფსიქოლოგიური შეფასება

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და რეაბილიტაცია

„საქართველოს ბავშვების“ ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს კლინიკური ფსიქოლოგია, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია გთავაზობთ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიურ შეფასებასა და რეაბილიტაციას. აღნიშნული მომსახურება გულისხმობს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური საჭიროებებისა და სირთულეების შეფასებას და შესაბამისი ჩარევის დაგეგმვასა და განხორციელებას.


მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, თუ ბავშვს / მოზარდს აღენიშნება შემდეგი სახის ფსიქოლოგიური სირთულეები:

  • ქცევითი სირთულეები: სიტყვიერი და ფიზიკური აგრესია, თვითდამაზიანებელი ქცევები, წესებისადმი დაუმორჩილებლობა, ტანტრუმი და სხვა.

  • სოციალურ-ემოციური სირთულეები და ფსიქო-სომატური ჩივილები: თანატოლებთან ურთიერთობის სირთულეები, არაადეკვატური თვითშეფასება, სიმორცხვე, შფოთვა, გუნება-განწყობილების დაქვეითება, გლოვა, ემოციების მართვის სირთულეები, ენურეზი, ენკოპრეზი და სხვა.

  • ადაპტაციური სირთულეები: მომზადება საბავშვო ბაღისთვის, სკოლისთვის; ბავშვის მინდობით აღზრდაში განთავსებისა ან შვილად აყვანისას პროცესში აღმოცენებული სირთულეები.

  • ცალკეულ ფსიქიკურ ფუნქციებთან დაკავშირებული სირთულეები: ყურადღების დეფიციტი, მეხსიერების სირთულეები, მეტყველების დარღვევები, და სხვა.

  • განვითარების სხვადასხვა დარღვევით გამოწვეული სირთულეები: აკადემიური, კომუნიკაციური, მოტორული, სოციალური, ქცევითი და ემოციური სირთულეები განვითარების ისეთი დარღვევების მქონე ბავშვებთან როგორიცაა: დაუნის სინდრომი, აუტისტური სპექტრის აშლილობა, სწავლის უნარის (წერის, კითხვის უნარის დარღვევა) დარღვევა, ცერებრული დამბლა, გონებრივი განვითარების შეფერხება და სხვა.


ვინ შეიძლება ისარგებლოს აღნიშნული მომსახურებით?

  • ბავშვებმა და მოზარდებმა

  • მშობლებმა (ბიოლოგიური, მიმღები და შვილად ამყვანი მშობლები) და ბავშვის/მოზარდის ოჯახის სხვა წევრებმა.

  • სპეციალისტებმა (აღმზრდელი, მასწავლებელი, სოციალური მუშაკი და სხვა).


მომსახურების ფორმები:

  • ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მუშაობა ბავშვთან/მოზარდთან

  • ჯგუფური ფსიქოლოგიური მუშაობა ბავშვებთან/მოზარდებთან

  • ბავშვის/მოზარდის მშობლების და სხვა დაინტერესებული პირების კონსულტირება

  • ბავშვთან დაკავშირებული სპეციალისტების პროფესიული კონსულტირება და სუპერვიზია

საჭიროების შემთხვევაში, მუშაობის პროცესში ერთვებიან დამატებითი სპეციალისტებიც (მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა).

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ