თუ მოზარდს თანატოლებთან ურთიერთობის სირთულე აქვს

ხშირად მოზარდები თანატოლებთან ურთიერთობას თავს არიდებენ, რაც იმით აიხსნება, რომ ისინი ურთიერთობისას ზედმეტ ყურადღებას ან პირიქით, უყურადღებობას იღებენ. ეს მათ თავს აგრძნობინებს არაკომფორტულად. საკუთარი თავი რომ მსგავს ურთიერთობაში წარმოვიდგინოთ, მარტივი გასააზრებელია, თუ რამხელა სტრესს განიცდის ამ დროს მოზარდი და რამდენად არაკომფორტულია მისთვის მსგავს ურთიერთობაში ყოფნა. შედეგი კი თავისთავად, არაკომფორტული გარემოსგან დისტანცირებაა. ასეთ დროს, მოზარდი, რომელიც რამდენიმე გარემოში (სკოლა, ეზო თუ სხვა...) თავს არაკომფორტულად იგრძნობს, ახალი გარემოს ნახვის და სხვა ურთიერთობების დამყარების მცდელობის სურვილს კარგავს, რაც მისი საზოგადოებისგან დისტანცირებით შეიძლება დამთავრდეს: აღარ წავიდეს სკოლაში, აღარ ჩავიდეს ეზოში, აღარ გავიდეს სახლიდან.... თუ ამჩნევთ საკუთარ შვილს, რომ თავს არიდებს სხვადასხვა გარემოს, ეს იმის ნიშანია, რომ ის თქვენს დახმარებას საჭიროებს. ამ დროს, თქვენი სწორი კომუნიკაცია, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.




ავტორი: დავით ზაუტაშვილი, ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი 


აღნიშნული მასალა წარმოადგენს "საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია