განათლება და განვითარება

განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგია

„საქართველოს ბავშვების“ ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებაა განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგია, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვები იყვნენ ადაპტირებულნი, კრეატიულნი, უმკლავდებოდნენ ცვალებად გარემოს, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამები პასუხობდეს მათ ასაკსა და უნარებს და ითვალისწინებდეს ინდივიდუალურ საჭიროებებს.


მომსახურებები საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის:

ქცევითი სირთულეების პრევენციის პროგრამა

აღნიშნული პროგრამა ეყრდნობა ქცევის მართვის პოზიტიურ მიდგომებსა და „მასწავლებელი ბავშვის ინტერაქციული თერაპიის” (TCIT - Teacher Child Interaction Therapy) მეთოდოლოგიას და გულისხმობს ბაღისა და სკოლის პედაგოგების მხარდაჭერას და სწავლებას უშუალოდ მათი მუშაობის პროცესში.

პროგრამა მიმართულია სისტემური დაკვირვების მონაცემებზე დაყრნდობით ისეთი პროფესიული უნარების განვითარებაზე, როგორიცაა მოსწავლეებთან პოზიტიური ურთიერთობების ფორმირება, წახალისების ეფექტური გამოყენება, ასაკის შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სხვა.


რთული ქცევის მართვის პროგრამა

ბაღისა და სკოლის პედაგოგების კონსულტირება და პროფესიული სუპერვიზია ინდივიდუალური რთული ქცევის შემთხვევებთან დაკავშირებით, რაც მოიცავს ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA- Applied Behavioral Analysis) მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ქცევის ფუნქციურ შეფასებას, ჩარევის ეფექტური გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას.


პროფესიული ტრენინგები

ამ ეტაპზე ორგანიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე სპეციალისტებს სთავაზობს შემდეგ სატრენინგო კურსებს:

  • საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვ ის სპეციფიკა სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან

  • ინდივიდუალური მუშაობა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთან

  • რთული ქცევის მართვა