პროექტები - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

ძებნა
Go to content

Main menu:

პროექტები

ჩვენს შესახებ

ბავშვთა კეთილდღეობის საკითხების ადვოკატირება

2005-2014

ბავშვთა კეთილდღეობის საკითხების ადვოკატირება
საქართველოს ბავშვები პარტნიორებთან ერთად ჩართულია ამ პროცესში და ახორციელებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ადვოკატირებას ბავშვზე ზრუნვის სისტემისა და მომსახურებების გაუმჯობესებისათვის. ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საფუძვლად დაედო მნიშვნელოვან ცვლილებებს საკანონდმებლო და აღმასრულებელ დონეზე.  

2012-2013
ოჯახის მხარდამჭერი სერვისები
ფონდი ღია საზოგადოება გონებრივი ჯანმრთელობის ინიციატივის დახმარებით - ოჯახის მხარდამჭერი სერვისების პროექტი მიზნად ისახავდა  ჩვილ ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობას ადვოკატირებისა და ალტერნატიული ზრუნვის მოდელების შემუშავების გზით.  
პროექტის ფარგლებში განავითარდა სხვადასხვა მომსახურებები ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად; შექმნილი ოჯახის მხარდამჭერი სერვისები გულისხმობს: ოჯახისათვის კონსულტაციის გაწევას; მიმღები ოჯახის მხარდაჭერას; ადრეული ინტერვენცია, საგანმანათლებლო და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას; მშობლების გაძლიერებას.

2010-2013
ბავშვზე ზრუნვის სისტემის და მომსახურების გაძლიერება
პროექტი დაფინანსებული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, რომლის მიზანიც იყო: დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობა და ინსტიტუციონალიზაციის პრევენცია; პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა:
რეინტეგრაციისა და პრევენციის ფონდი (0-6 წელი)
ფსიქოლოგიური დახმარება ბავშვისათვის სხვა სერვისებში გადასაყვანად
მინდობით აღზრდის მომსახურების გაძლიერება (ტრენინგები გადაუდებელი მინდობით აღმზრდელებისათვის და სპეციალიზირებული (შშმ ბავშვთა) მინდობით აღმზრდელებისათვის);
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრების პროფესიული განვითარება- ტრენინგები ადმინისტრაციისათვის და ბავშვთან მომუშავე სპეციალისტებისათვის, დატრენინგდა 14 დღის ცენტრის 60 თანამშრომელი

2011-2013
ფსიქოლოგიური მხარდაჭერა დეინსტიტუციონალიზაციისა და ბავშვის კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში

პოლონური ორგანიზაცია ,,ჩვენი სახლის“ მხარდაჭერით, ,,საქართველოს ბავშვებმა“ განახორციელა პროექტი "ფსიქოლოგიური მხარდაჭერა დეინსტიტუციონალიზაციისა და ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში". პროექტის ჩარჩოებში მუშაობა მიმდინარეობდა ბავშვთა სახლების აღსაზრდელების ფსიქოლოგიურ მომზადებაზე მიმღებ ოჯახებსა და მცირე საოჯახო  ტიპის სახლებში გადასაყვანად. ამასთანავე,  ხორციელდებოდა ფსიქოლოგიურ მხარდაჭერა 25 მცირე საოჯახო ტიპის სახლში საქართველოს მასშტაბით.


2012-2013
აზერბაიჯანის რეგიონალური პროექტი

„საქართველოს ბავშვები“  თანამშრომლობს აზერბაიჯანულ ორგანიზაციასთან - „სოციალური სერვისების ინიციატივა“. აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებთან.
ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, 2012 წლის ივლისის თვეში, „საქართველოს ბავშვების“ სპეციალისტებმა, განახორციელეს მომსახურების საჭიროებათა კვლევა, რაც მოიცავდა მეთოდოლოგიური და პროფესიული ასპექტების შეფასებას. შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, გამოვლენილ საჭიროებებთან მიმართებაში, „საქართველოს ბავშვების“ სპეციალისტების მიერ შემუშავებულ იქნა სატრენინგო მოდულები. 2013 წელს განხორციელდა მობილური ჯგუფების პროფესიონალთა მომზადება და მათი შემდგომი სუპერვიზია.


2011-2012
დღის ცენტრების  თანამშრომლების პროფესიული განვითარება

2011 წლის ოქტომბრიდან გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო შეზღუდული შესაძლებლოებების მქონე პირთა (6-18 წლამდე) დღის ცენტრების თანამშრომლების გადამზადება. აღნიშნული პროცესის ფინანსური მხარდაჭერა  2012 წლის იანვრიდან გააგრძელა ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვებმა“.
პროექტის მიზანი იყო: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დღის ცენტრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რისთვისაც დაიგეგმა შემდეგი ამოცანები:
დღის ცენტრების თანამშრომელთა ტრენინგი; ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების  სუპერვიზია; დღის ცენტრების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშვება.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა 1
5 დღის ცენტრის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებზე მიმართული ტრენინგები და ტრენინგის შემდგომი სუპერვიზია. შემუშავდა რეკომენდაციები, მოხდა ტრენინგისა და ტრენინგის მონაწილეთა შეფასება.


2011
მოხალისეთა სერვისი

„საქართველოს ბავშვებს“ 2011 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის პროგრამას - ევროპის მოხალისეთა სერვისი/European Voluntary Service(EVS). ორგანიზაციას აქვს  აკრედიტაცია - უმასპინძლოს უცხოელ მოხალისეებს და გააგზავნოს ქართველი მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნებში.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ურთიერთგაგების და სოლიდარობის ჩამოყალიბებას, სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის. პროგრამა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს თავიანთი ქვეყნის გარეთ განახორციელონ მოხალისეობრივი საქმიანობა 12 თვემდე პერიოდით.

2011 წლიდან დღემდე „საქართველოს ბავშვებმა“ უმასპინძლა  მოხალისეებს ახალი ზელანდიიდან, ბელგიიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან და იტალიიდან. ასევე გაუშვა ერთი მოხალისეები ფინეთში და ბულგარეთში.
ორგანიზაცია აქტიურად აგრძელებს  ადგილობრივი და უცხოელი მოხალისეების მოზიდვას ბავშვთა კეთილდღეობის გასაუჯობესებლად საქართველოში.


2011
ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიულ მომსახურებათა კვლევა

ევროკავშირის მხარდაჭერითა და "ევრიჩაილდის" ხელმძღვანელობით ,,საქართველოს ბავშვები“ მონაწილეობდა ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში ჩართულობის ხელშეწყობაის პროექტში. ჩვენს მიერ ჩატარდა კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლის ფარგლებში, პროექტის ასოცირებულ პარტნიორებთან და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, შესწავლილი იქნა საჭიროებები თბილისსა და რეგიონებში მოქმედ დღის ცენტრებში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და არანათესაურ მიმღებ ოჯახებში. ინფორმაციის მოსაპოვებლად ჩატარდა ინდივიდუალური ინტერვიუები და ფოკუს-ჯგუფები 344 პირთან, აქედან: ბავშვზე ალტერნატიული ზრუნვის მომსახურების 89 თანამშრომელთან, 113 ბენეფიციართან, 42 ბიოლოგიურ მშობელთან და 100 მიმღებ მშობელთან. მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებისა და გაანალიზების შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები მინდობით აღზრდის, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დღის ცენტრების მომსახურებათა გაუმჯობესების მიზნით.

2010-2011
უკეთესი ცხოვრებისათვის

გაეროს ბავშვთა ფონდის, ევრიჩაილდისა და საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ,,საქართველოს ბავშვების’’ მიერ შეფასდა 8 სკოლა-პანსიონში განთავსებული მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებები, შემდგომი დეინსტიტუციონალიზაციისა და საგანმანათლებლო სერვისის ტიპის განსაზღვრის მიზნით. სულ შეფასდა 350 მოსწავლე. პროექტის ფარგლებში მოხდა შეფასებული მოსწავლეების ნაწილის გადაყვანა საჯარო სკოლებში. ,,საქართველოს ბავშვები’’  ასევე ახორციელებდა  საჯარო სკოლებში მათი საგანმანათლებლო პროცესებში ჩართულობის  მხარდაჭერას, პერსონალის კონსულტაციებს, ტრენინგებსა და ინკლუსიური პროცესის მონიტორინგს.  


2010
დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის   

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით საქართველოში იმყოფებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან, მოზარდებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველი პროფესიონალი მანანა მახარობლიშვილი. მან ”საქართველოს ბავშვების” ორგანიზებითა და ტექნიკური უზრუნველყოფით გაუზიარა საკუთარი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მის კოლეგებს ბავშვებსა და მოზარდებზე ზრუნვის სახელმწიფო დაწესებულებებში. სამუშაო შეხვედრები გაიმართა თბილისსა და რეგიონებში, რომელთაც დაესწრო 169 ადამიანი. გარდა საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა, პასუხი გაეცა ინსტიტუციების თანამშრომლების მიერ დასმულ კითხვებს მათი მუშაობის პროცესთან დაკავშირებით, მოხდა მათთვის რეკომენდაციების მიცემა. შეხვედრების დროს მონაწილეთა აქტიურობის დონისა და გაკეთებული კომენტარების მიხედვით, ნიდერლანდებში არსებული გამოცდილების გაზიარება საინტერესო და სასარგებლო იყო მათთვის. აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაცია დაიბეჭდა ჰოლანდიის ერთ-ერთ  ადგილობრივ ჟურნალში.

2008- 2009
ფსიქოლოგიური დახმარება შიდა ქართლის მოსახლეობისთვის

გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა პროექტი ,,ფსიქოლოგიური დახმარება შიდა ქართლის მოსახლეობისთვის“. პროექტის ფარგლებში შეიქმნა მობილური ფსიქოლოგიური სერვისი, რომლებიც დახმარებას უწევდა ბავშვებს ომის შემდგომ განვითარებული ფსიქოლოგიურ სირთულეებთან დაკავშირებით. მომსახურება ვრცელდებოდა  შიდა ქართლში მცხოვრებ ბავშვებზე: გორი, ხაშური, სურამი, ქარელი, კასპი  და მიმდებარე სოფლები. პროექტის ფარგლებში ინდივიდუალური ან ჯგუფური სესიებით, მომსახურება გაეწია 274 ბავშვს.


2008-2009
ოჯახის
მხარდამჭერი სერვისები  

პროექტი დაფინანსებული იყო ფონდი ,,ღია საზოგადოება გონებრივი ჯანმრთელობის ინიციატივის“, ფონდი ,,ღია საზოგადოება ბუდაპეშტის ინსტიტუტისა“ და ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ. პროექტის მიზანი იყო ხელი შეეწყო დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისათვის და თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ტრანსფორმაციასათვის. კერძოდ,  სხვადასხვა სერვისების განვითარება ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად. პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა ოჯახზე დაფუძნებული ალტერნატიული სერვისები ინსტიტუციაში მყოფი ბავშვებისათვის. ოჯახის მხარდამჭერი სერვისები მოიცავდა:    ოჯახებისათვის კონსულტირების გაწევას,  მიმღები ოჯახის მხარდაჭერას, ადრეული ინტერვენციასა და საგანმანათლებლო ინკლუზია.


2009
სოციალური ინკლუზია თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის

„საქართველოს ბავშვებმა“ Founation for Progress-თან ერთად განახორციელა სოციალური ინკლუზიის პროგრამა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის. რომლის მიზანი იყო მზრუნველობამოკლებული ბავშვების განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. „საქართველოს ბავშვების“ თანამშრომლები ეხმარებოდნენ ბავშვებს უცხო გარემოში ადაპტირებაში და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების შესწავლაში. ბავშვები ერთვებოდნენ საინტერესო აქტივობებში სხვადასხვა სოციალურ გარემოში (გასართობი ცენტრები, კინო-თეატრები, ზოოპაკი, საბავშვო პარკები და სხვა).


2009
განსაკუთრებული
საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა განათლების მართვის ტრენინგი

ფედერაცია “გადავარჩინოთ ბავშვების” ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი “განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვთა განათლების მართვის ტრენინგი”. აღნიშნულმა პროექტმა ხელი შეუწყო ქუთაისში ინკლუზიური განათლების პრაქტიკის განვითარებას და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებას მათი საჯარო სკოლებში ინკლუზიის გზით.  პროექტი ძირითადად მიმართული იყო სკოლის პერსონალის უნარების განვითარებაზე, რათა გაზრდილიყო შერჩეულ სკოლებში  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის განათლების მიწოდების ხარისხი განათლების ინდივიდუალური გეგმების დანერგვით. შესაბამისად, პროექტის ძირითადი აქტივობები მოიცავდა სკოლის პედაგოგებისათვის ტრენინგების ჩატარებასა და სუპერვიზიას განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის დროს.  ქუთაისის #45 სკოლის (სმენის პრობლემების მქონე ბავშვებისათვის),   #12 და #32 საჯარო სკოლებისა და რესურს ცენტრის წინასწარ შერჩეული პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგები, შემდეგ თემებთან  დაკავშირებით: ბავშვის განვითარება, ბავშვის განვითარების დარღვევები, ინტერვიუირება, კლასის მენეჯმენტი,  კურიკულუმის ადაპტაცია და განათლების ინდივიდუალური გეგმების შედგენა. 2008 წლის სექტემბრიდან განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინკლუზია #12 და #32 სკოლაში.


2007-2008
სოციალურ ინკლუზიაზე დაფუძნებული ზრუნვის მოდელის შექმნა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის

გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ,,საქართველოს ბავშვებმა” განახორციელა პროექტი, რომელიც ემსახურებოდა  ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ტექნიკურ მხარდაჭერას. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა ოთხ ინსტიტუციაში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, მათი აღმზრდელები, მომვლელები, სხვა პროფესიონალები და მშობლები. პროექტის ფარგლებში შეიქმნა და განხორციელდა ბავშვებზე ფოკუსირებული ზრუნვის მოდელი, ასევე მოხდა ინსტიტუციონალიზებული ბავშვების სოციალური ინკლუზიის მოდელის დანერგვა სახელმწიფო  საბავშვო ბაღებში. ასევე მოხდა ქცევის მართვის 3 გუნდის ფორმირება, რომელიც მუშაობდა შემდეგ დაწესებულებებში:  ქ. თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი;  ქ. თბილისის #200 სკოლა/პანსიონი;  ქ. ქუთაისის ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა დღის ცენტრი ”ტონუსი” და  სოფ. გუმათის #2 სკოლა/პანსიონი.   ქცევის მართვის გუნდის წევრები იყვნენ ფსიქოლოგი ან სპეციალური განათლების მასწავლებელი, რომლებიც  ქმნიდნენ და ახორციელებდა   განათლების ინდივიდუალურ გეგმებს (გ.ი.გ.) შემდეგი პროგრამების ფარგლებში:    ბაზისური აკადემიური უნარების განვითარების პროგრამა, ფუნქციონალური უნარების განვითარების პროგრამა, რთული  ქცევის მართვის პროგრამა, მშობელი-ბავშვის ურთიერთობის პროგრამა.


2006-2007
კვლევა სოციალური ინკლუზიისათვის

 

პროექტი განხორციელდა ,,საქართველოს ბავშვების’’ მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ემსახურებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ტექნიკურ მხარდაჭერას. პროექტის ფარგლებში შეფასდა საცხოვრებელი პირობები, სოციალური ინკლუზიის დონე და ბავშვების დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარები. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა 13 ინსტიტუციასა და ქვემო ქართლის ოჯახებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები.  

 
2006-2007
ადაპტური ქცევის სწრაფი შეფასების ქართული ინსტრუმენტი
 (GABSI)
 

,,საქართველოს ბავშვების” ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებმა (ნინო გოგიჩაძე და ბარი პარსონსონი) დაიწყეს ადაპტური ქცევის სწრაფი შეფასების ქართული ინსტრუმენტის (GABSI) შექმნა, 2007 წელს ,,საქართველოს ბავშვებმა” გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით, გააგრძელა მუშაობა ადაპტური ქცევის სწრაფი შეფასების ქართული ინსტრუმენტის (GABSI) სტანდარტიზებასა და ნორმირებაზე.
 

2006
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის მომსახურების ჩამოყალიბება ზესტაფონში

 

პროექტი განხორციელდა ახალი ზელანდიელების კერძო შემოწირულობებით. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის მომსახურების ჩამოყალიბება ზესტაფონში, რომელიც ძირითადად მოიცავდა ბავშვებისათვის დღის ცენტრის შექმნას და სახლში სწავლების მომსახურებას. ტრენინგები ჩაუტარდა მულტიდისციპლინარულ გუნდს: მასწავლებლებს, სამედიცინო პერსონალს, მშობლებს და მოხალისეებს. პროექტის პარტნიორი იყო ადგილობრივი არასამთავრიბო ორგანიზაცია ,,ორიონი”, რომელიც მონაწილეობდა ტრენინგებში და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობაში.

   
2005-2006
პროექტი ,,ახალი ცხოვრების დასაწყისი”

პროექტი განხორციელდა ,,საქართველოს ბავშვებისა” და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ, ფედერაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვების” ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიმდინარეობდა 2005 წლის ივლისიდან 2006 წლის სექტემბრამდე. პროექტი მოიცავდა შეფასების პროცედურების ფაზას, რომელსაც მოყვებოდა პროფესიული განვითარების სტრუქტურირებული პროგრამა. ეს პროგრამა ზრდიდა ქუჩისა და ქუჩაში მოხვედრის რისკის ზღვარზე მყოფ ბავშვებთან, მოზარდებთან და მათ ოჯახებთან მომუშავე ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, მასწავლებლების ცოდნას, უნარებს და სამოქმედო სისტემას. ტრენინგის პროცესში ტრენინგის მონაწილეების ცოდნა და უნარები ფასდებოდა სამი მიმართულებით: ტრენინგის პროცესში, საშინაო და პრაქტიკული დავალებების მიხედვით.

2006 წლის 18 აპრილს ორგანიზაცია დარეგისტრირდა როგორც ადგილობრივი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი (აიპ).

2000 - ორგანიზაციის დამფუძნებლებმა ჩაატარეს ინტენსიური ტრენინგები ადგილობრივი ორგანიზაციებისათვის დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობისათვის; ასევე მოხდა ფსიქოლოგების მომზადება დევნილთათვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გაწევისათვის

1999 - ჩვილ ბავშვთა სახლის ნეგატიურ ეფექტებზე ორგანიზაციის დამფუძნებლების მიერ მომზადებული ანგარიში წარედგინა
სახელმწიფოს წარმომადენლებს საჭირო ცვილებების რეკომნდაციებით.

1997 - 1998 წლებში ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ორგანიზაციის ერთერთი თანადამფუძნებლის - ბარი პარსონსონის მონაწილეობით წარიმართა სალექციო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში.

1996 - ორგანიზაციის თანადამფუძნებლები ბარი პარსონსონი და ჯეინ მერი როულსი პირველად ჩამოდიან საქართელოში და ეცნობიან სიტუაციას






 
Back to content | Back to main menu