„საქართველოს ბავშვები“ არის არასამთავრობო, არაკომერციული ტიპის ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზნებია ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის მაღალი ხარისხის პროფესიული მომსახურების გაწევა, რომელთაც ეს მომსახურება ესაჭიროებათ. "საქართველოს ბავშვები" ასევე აწარმოებს კვლევებს, უწევს კონსულტაციას და ატრენინგებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე საზოგადოებრივ და სამთავრობო ორგანოებს ორგანიზაციის მისიისათვის შესაბამის სფეროში

   

 

  2010 წლის ზაფხულის ტრენინგები 

"საქართველოს ბავშვების" ორგანიზებით ივლისის თვეში ჩატარდა ტრენინგები შემდეგ თემებთან დაკავშირებით: "ბავშვის კეთილდღეობის საჭიროებების შეფასების მეთოდები და "კლასის ქცევის მართვა". ტრენინგს წარუძღვნენ ორგანიზაციის ახალზელანდიელი დამფუძნებლები: დოქტორები ჯეინ მერი როულსი და ბარი პარსონსონი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ჯეიმს მედისონის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ტრევორ სთოუქსი. 

 

  სოციალური ინკლუზია თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის 

ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად არასამთავრობო ორგანიზაციების ,,საქართველოს ბავშვების’’ და ,,მშვიდობისა და განვითარების აკადემიის’’, ასევე, ზოოპარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის 3-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელები ესტუმრნენ თბილისის ზოოლოგიურ პარკს. აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და ევროპელმა მოხალისეებმაც. აქტივობის მიზანი იყო მზრუნველობამოკლებული ბავშვების განვითარების სტიმულირება, მათთვის ცხოველებისა და ფრინველების შესახებ ახალი ინფორმაციის მიწოდება და თბილისის ზოოლოგიური პარკის ფლორა-ფაუნის დათვალიერება.

თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა კარგი გამოცდილება მიიღეს, რადგანაც ზოოლოგიური პარკი იყო ახალი გამოცდილება მათთვის. მათ მოხალისეებთან ერთად  დაათვალიერეს ზოოლოგიური პარკი და ჩაებნენ სხვადასხვა საბავშვო თამაშებში.  

,,საქართველოს ბავშვები’’ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქტივობების განხორციელებას, რაგდან მისი მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვების განვითარებისა და საზოგადოებაში ინკლუზიის პროცესის ხელშეწყობა.

 

  

  გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სახალხო დამცველსა და ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს შორის. 

2010 წლის 11 მაისს სახალხო დამცველმა (სახალხო დამცველთან არსებულმა ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრმა) და  ბავშვის უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ვრცლად
 

 

 

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და რეგისტრირებულ კავშირ "საქართველოს ბავშვებს" შორის მემორანდუმი გაფორმდა 

2009 წლის 11 მაისს ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში კოორდინირებული მუშაობისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ანდრია ურუშაძემ და რეგისტრირებული კავშირის "საქართველოს ბავშვების" თავმჯდომარე ჯაბა ნაჭყებიამ  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმეს.
მხარეთა კომპეტენციების შესაბამისად, აღნიშნული მემორანდუმი თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობასა და ოჯახის მხარდამჭერი სერვისების განვითარებას ემსახურება. თავის მხრივ, ოჯახის მხარდამჭერი სერვისები გულისხმობს მიმღები მშობლებისა და ბიოლოგიური ოჯახების კონსულტირებასა  და დახმარებას ასევე ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სერვისებს.
პროექტი ითვალისწინებს 3-6 წლის ასაკის ბავშვების საგანმანათლებლო საჭირობებზე მუშაობას  და ხელს უწყობს ჩვილ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისა და ოჯახებში გადაყვანილი ბავშვების ჩართვას ინკლუზიური განათლების პროცესში.  

ორგანიზაცია "საქართველოს ბავშვები" იწვევს მოხალისე სტუდენტებს თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში 

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ბავშვები იწვევს მოხალისე სტუდენტებს თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში აღსაზრდელებისთვის მზრუნველობის ხარისხის გაუმჯობესებისა და მათი ადექვატური განვითარების ხელშეწყობის მიზნით

 

 ისინი  დახმარებიან მომვლელებსა და აღმზრდელებს ბავშვების მოვლაში, ჩაერვებიან სხვადასხვა აქტივობებში, კერძოდ, დაეხმარებიან მომვლელებს ბავშვების ჩაცმაში, კვებაში,  ეზოში გასეირნებაში, თამაშში, და ასე შემდეგ, რითაც თავიანთ წვლილს შეიტანე მზრუნველობას მოკლებული ბავშვების ფიზიკურ, კოგნიტურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებაში 

"საქართველოს ბავშვები" თანამშრომლობს European Voluntary Service-თან და იღებს მოხალისეებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდნ.

იმ შემთხვევაში თუ მოხალისე წარმატებით განახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას,  ,,საქართველოს ბავშვებიდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი მათ გადსცემს მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებთან მუშაობის დამადასტურებელ სერთიფიკატ 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი ავტობიოგრაფიები მისამარზე: cog@cog.ge "საქართველოს ბავშვების’’ მიერ განხილულ იქნება დაინტერესებული სტუდენტების ავტობიოგრაფიები და შეირჩევა შესაბამისი კანდიტატები. მუშაობის დაწყებამდე შერჩეულ სტუდენტებს გაეწევათ კონსულტაციები, განისაზღვრება მათი უფლება-მოვალეობები, შეიქმნება თითოეული სტუდენტის მუშაობის განრიგი და მათი დასწრების აღრიცხვის სისტემა.  

 

საიტი არის რეკონსტრუქციის პროცესში. . .